Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"არ გამიკვირდება, თუ EBRD საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მატების მიმართულებით გადახედავს"

590324f6bf0f8
BM.GE
28.04.17 15:12
931
EBRD-ის რეგიონული დირექტორის ბრუნო ბალვანერას განცხადებით, EBRD საქართველოს 2017 წლის ეკონომიკური ზრდის ახალ პროგნოზს სავარაუდოდ 2 კვირაში გამოაქვეყნებს. ბავლანერას ცნობით, ახალი პროგნოზი, სავარაუდოდ, იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ნოემბერში ნავარაუდევი მაჩვენებელი.

"როგორც იცით,პროგნოზს წელიწადში ორჯერ ვაქვეყნებთ. ნოემბერში ჩვენი პროგნოზი 2017 წლისთვის 3,8% იყო. ჩვენა მას EBRD-ისშეხვედრაზე განვიხილავთ, რომელიც 2 კვირაში გაიმართება. ასე რომ,ორ კვირაში განსხვავებულ ციფრებს წარმოვადგენთ. მე არ ვიცი რა იქნება ის. 3,8% უკვე არის ზრდის კარგი მაჩვენებელი, მაგრამ არ გამიკვირდება, თუკი ჩვენ გადავხედავთ პროგნოზს ზრდის მიმართულებით",- განაცხადა ბალვანერამ შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში EBRD-ის პროგნოზით 2017 წელს ეკონომიკა 3,8%-ით უნდა გაზრდილიყო.