Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამუშაო ადგილების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 30 შშმ პირი დასაქმდა

59638449d6942
ელენე გოგბერაშვილი
10.07.17 17:40
723
2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სამუშაო ადგილების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 30 შშმ პირი დასაქმდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ "საქმის კურსისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წელს სუბსიდირების პროგრამაში ჩართული იყო 12 დამსაქმებელი და სამუშაოს მაძიებელი 19 პირი. 2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით კი სუბსიდირების პროგრამაში ჩართულია 6 დამსაქმებელი და 11 შშმ პირი.

სამუშაო ადგილების სუბსიდირება გულისხმობს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობისთვის დაინტერესებული დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ით დაფინანსებას, არაუმეტეს 460 ლარით. სუბსიდირების ხანგრძლივობა არაადაპტირებული გარემოს მქონე დამსაქმებლებისთვის განისაზღვრება მაქსიმუმ 4 თვით, ხოლო, იმ დამსაქმებლებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ ადაპტირებული გარემო - მიმდინარე წლის დეკემბრამდე.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში რეგისტრაცია დღესაც გრძელდება.