Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მთაში მოსახლეობის დაბრუნების ბუმი არაა, მაგრამ დინამიკა მზარდია"

59620cce328fe
BM.GE
09.07.17 15:30
852
„მთაში მოსახლეობის დაბრუნების ბუმი არაა, მაგრამ დინამიკა მზარდია“,- განაცხადა გადაცემაში „ანალიტიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. მისი თქმით, 3700 დასახლებიდან 45% სარგებლობს კანონით, მთის საბჭოს ბოლო სხდომაზე კი სტატუსი დამატებით 37 პუნქტს მიენიჭა.

„იქ მცხოვრები პენსიონრები 20%-ით მეტ პენსიას იღებენ, მასწავლებლებსა და სამედიცინო პერსონალს მაღალი ხელფასი აქვს და სოციალურ დახმარებასაც 20%-ით მეტს იღებენ. ბიზნესიც ფაქტიურად ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლებულია. ჩვენ ვცდილობთ, რომ მთას მოსახლეობა დაუბრუნდეს და ამისთვის ინფრასტრუქტურაში ძალიან დიდ თანხებს ვხარჯავთ. სივრცითი მოწყობის პირველი ეტაპი რომ დამთავრდება, შემდეგი ეტაპი ალბათ მთლიანად მთის მოწყობა იქნება, რადგან იქ ძალიან ბევრი გვირაბი და გზა იქნება გასაკეთებელი, როგორიც ევროპაშია“, - განაცხადა მინისტრმა.