Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"რომანოვების რეზიდენციის" რეაბილიტაციისთვის 771 000 ლარი დაიხარჯება

597b1b30250f4
თელარა გელანტია
28.07.17 15:11
1234
"საპარტნიორო ფონდი" კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ლიკანის კომპლექსის, ე.წ. „რომანოვების რეზიდენციის“ რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოებს იწყებს.

აღნიშნული საკითხი მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გავიდა.

როგორც "საქმის კურსს' საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ამ ეტაპზე რომანოვების სასახლის, ორანჟერიისა და საკონფერენციო დარბაზის, აგრეთვე, პარკისა და სამთავრობო რეზიდენციის რეაბილიტაციის პროექტირება მოხდება. ამასთანავე, ჩატარდება სასახლის მუზეომოგრაფიული კვლევა და შეიქმნება მთლიანი კომპლექსის გენერალური გეგმა.

"აღნიშნული სამუშაოების შესაასრულებლად 771,000 ლარი დაიხარჯება. საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივობაა რვა თვე. პროექტირების დასრულებისთანავე, დაიგეგმება სამშენებლო-სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაობის დაწყება", - აცხადებენ ფონდში.

ცნობისთვის: გასულ კვირას, მთავრობის გადაწყვეტილებით, "ლიკანის პარკს" ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ფონდმა კომპლექსის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის ვალდებულება აიღო.

ე.წ. "რომანოვების რეზიდენცია" მოიცავს 7.2 ჰა პარკს, სასახლეს, სასტუმროსა და „ყოფილ სამთავრობო რეზიდენციას“. კომპლექსის რეაბილიტაცია-რეკონტრუქციის პროექტირების სწორი დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, „საპარტნიორო ფონდი“ აქტიურად თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.