Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩინეთის განვითარების ბანკმა ბაზისბანკს $15 მილიონის საკრედიტო ხაზი გამოუყო

597b13e1398b5
BM.GE
28.07.17 14:35
706
ჩინეთის განვითარების ბანკმა ბაზისბანკს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად 15 მილიონი დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოუყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსოლფიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი ადგილობრივ ბანკთან თანამშრომლობს. ჩინეთის განვითარების ბანკმა ბაზისბანკს 5 მილიონი დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დასაფინანსებლად გასულ წელსაც გამოუყო. როგორც ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენელი აცხადებს, მათთვის ბაზისბანკი ასქართველოში საიმედო პარტნიორო გახდა, ამიტომ მომავალშიც გეგმავენ ქართულ მხარესთან აქტიურ თანამშრომლობას.

"ის რომ დღეს ჩვენი ერთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა გვაძლევს საფუძველს დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენს კომპანიებს შორის თანამშრომლობა იქნება გრძელვადიანი და კიდევ უფრო მასშტაბური, რაც საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი რესურსი ბიზნესის მხარდასაჭერად", - აცხადებს ბაზისბანკისვგენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

"ჩვენი ბანკი აქტიურადაა ჩართული პროექტში "ერთი სარტყელი-ერთი გზა", რომლის ფარგლებშიც უკვე განვახორციელეთ და მომავალშიც ვგეგმავთ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებას. შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზრდება ბაზისბანკთან თანამშრომლობის მასშტაბიც", - აცხადებს ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენელი, გუ დეიოგმა.