Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის ქუჩები, სადაც მერია ველობილიკების განვითარებას გეგმავს

59c8fef4d996b
დავით ჯალაღონია
25.09.17 17:02
1162
თბილისის მერია ველობილიკების განვითარების საჭიროებას ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ხედავს. როგორც მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, ამ მხრივ ინფრასტრუქტურის განვითარება საჭიროა იმისთვის, რომ ველოსიპედმა სატრანსპორტო ფუნქცია სრულყოფილად შეასრულოს.

"ვფიქრობ, პეკინი ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია, რადგან საკმაოდ მაღალი სტანდარტებით არის გაკეთებული ამ ქუჩაზე ველობილიკი. ველობილიკის შემდგომი განვითარების იდეები არსებობს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებს, რაც უკვე მთლიანობაში კრავს საკმაოდ კარგ წრეს იმისათვის, რომ ველოსიპედი გამოყენებული იყოს, როგორც სატრანსპორტო საშუალება", - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე განმარტებით, თავდაპირველად ამ ქუჩებზე არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება უნდა მოხდეს, რაც წელს ვერ მოესწრება.