Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ამერიკული ჰოსპიტალი ექიმების კოლექტივით ისეთივე სტანდარტის იქნება, როგორსაც ნიუ-იორკის წამყვან ჰოსპიტალებში ნახავთ"

592573b5e86fd
BM.GE
24.05.17 15:48
959
"თიბისი ჯგუფმა" ამერიკული ჰოსპიტალი, შესაძლოა აეროპორტის ტერიტორიის ნაცვლად, თბილისის ცენტრში ააშენოს. მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ჰოსპიტალში იმ ტიპის მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი, როგორიც ამერიკულ წამყვან ჰოსპიტალებშია.

"ამერიკულ ჰოსპიტალტან დაკავშირებით გაფორმებული გვაქვს კონტრაქტი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამედიცინო ჯგუფთან, რომელიც ბევრ ჰოსპიტალს აერთიანებს და გამორჩეულია ინოვაციებით ამერიკასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

ბოლო გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები თუ რა ლოკაციაზე გავაკეთებთ ჰოსპიტალს. ბოლოს იყო საუბარი აეროპორტის ტერიტორიაზე, ეხლა ვფიქრობთ თბილისის ცენტრსაც. ერთი თვის ვადაში, საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით ლოკაციაზე და დავიწყებთ მშენებლობას.

ჩვენი პარტნიორია დიმიტრი ტვილდიანი და დიდი ხანია მოლაპარაკება მიმდინარეობს ექიმებთან, რომელებიც საზღვარგარეთ მუშაოებენ. ეს მის მიერ გაგზავნილი ექიმები არიან, რომლებიც დღეს შეერთებულ შტატებში მოღვაწეობენ. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველივე დღესვე ინფრასტრუქტურულად და ექიმების კოლექტივით ეს იყოს ის სტანდარტი რასაც თქვენ ნახავთ ნიუ-ორკის ან ამერიკის წამყვან ჰოსპიტალებში.