Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ინოვაციების სააგენტო "ბიზნეს ინკუბატორის" ახალი ნაკადის მისასალმებელ საღამოს მართავს

58cfb19be7ddd
BM.GE
20.03.17 14:37
1166
20 მარტს, 18 სთ, ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო პროგრამა "ბიზნეს ინკუბატორის" მესამე ნაკადის მისასალმებელ საღამოს გამართავს.

ღონისძიებაზე ახალი ნაკადის გუნდები გაეცნობიან პროგრამის პირობებს, შეხვდებიან მენეჯმენტს, ტრენერებსა და მენტორებს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ითანამშრომლებენ მათთან. ასევე, მეორე ნაკადის სტარტაპერები გაუზიარებენ ახალ გუნდებს თავიანთ გამოცდილებას.

პროგრამა "ბიზნეს ინკუბატორის" ახალი ნაკადის მიღება დასრულებულია. პროგრამისთის შეირჩა 8 გუნდი. მათთან მუშაობა დაიწყება 23 მარტს.

ინოვაციების სააგენტოს -"ბიზნეს ინკუბატორი" არის დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა შეღავათიან პირობებში, გაიარონ საკუთარი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი.