Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ყაზტრანსგაზმა" საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა

58fe16efa7def
BM.GE
24.04.17 19:14
1359
"ყაზტრანსგაზმა" საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა. როგორც ყაზახური მედია წერს, კომპანიამ ვერ შეძლო საქართველოში შვილობილის გაყიდვა და ახლა მის დასბრუნებლად იბრძვის. როგორც "ყაზმუნაი გაზის" ხელმძღვანელმა საუატ მინბაევმა გამოცემა abctv.kz-ს  განუცხადა, "ყაზტრანსგაზმა" საარბიტრაჟო სასამართლოში "ყაზტრანსგაზ თბილისის" დასაბრუნებლად სარჩელი შეიტანა.

"პროცესი დაწყებულია და ეს საკმაოდ დიდ დროს წაიღებს. შეიძლება, მოვილაპარაკოთ, შეიძლება გავარძგელოთ პროცესი. ამის პროგნოზირება ჩემთვის შეუძლებელია“,- განაცხადა "ყაზმუნაი გაზის" ხელმძღვანელმა.

Global Arbitration Review-ის ინფორმაციით, სადავო თანხა 180 მილიონი დოლარია.

როგორც ყაზახური მედია წერს, 2016 წლის მარტში "ყაზტრანსგაზმა" მიიღო წინადადება "ყაზტრანსგაზ თბილისის" გაყიდვასთან დაკავშირებით ქართველი ინვესტორისგან, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა.