Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"უცხოელებისთვის საკუთრების შეზღუდვა პირდაპირ აისახება ადგილობრივ მეწარმეებზე"

5901f5bbef4a7
სალომე მეცხვარიშვილი
27.04.17 17:43
793
უცხოელებისთვის საკუთრების შეზღუდვა პირდაპირ აისახება ადგილობრივ მეწარმეებზე, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დაწყებამდე განახცადა.

მისი თქმით, ბიზნესისთვის მიუღებელია კანონპროექტის ის ფორმა რაზეც დღეს საუბარია უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით.

"მთავარი ჩვენთვის იყო რომ კონსტიტუციით არ უნდა მომხდარიყო ამის დარეგულირება და ძალიან მოხარული ვართ, რომ დღევანდელ ვარინტში ეს არ დევს.

რაც შეეხება ორგანულ კანონს, ჩვენ ვსაუბრობთ რომ შეზღუდვები უცხოელებთან დაკავშირებით, იმ ფორმატით, რაზეც საუბარია არ მოხდეს. თქვენ იცით, რომ იყო ამის მცდელობა ერთხელ, იყო შეზღუდვები, - ამან არაფერი დადებითი და კარგი ქვეყნისთვის არ გამოიწვია. ამასთან, უცხეოლებისთვს საკუთრების შეზღუდვა პირდაპირ აისახება ქართვლ, ადგილობრივ მეწარმეებზე. ძალიან ბევრი ადგილობრივი საწარმო, პირდაპირ მუშაობს უცხოელებთან ერთად, ამიტომ ამან შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. ამასთან, უცხოელების მხრიდან ინვესტიციები შეიზღუდება თუ ჩვენ პირდაპირ ასე გავაკეთებთ. მერე მხრივ, თუ იქნება ნორმალურ ფორმატში შეზღუდვა, ჩვენ მზად ვართ ეს განვიხილოთ", - განაცხადა ჭირაქაძემ.