Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ანაკლიის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ძალიან მსხვილ ოპერატორს შემოვიყვანთ"

598056833f116
BM.GE
01.08.17 14:22
796
მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება, - შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია SSA Marine-თან, დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

თიბისი ჯგუფის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარაელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ანაკლიის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ოპერატორი კომპანიის შესარჩევად. მისი თქმით, პროექტით მსხვილი ჩინური კომპანიები არიან დაინტერესებული.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი. ეს არის ძალიან მსხვილი ამერიკული კორპორაცია, რომელთან ერთადაც განვახორციელებთ ანაკლიის პორტის ოპერირებას. ჩვენ მივყვებით გრაფიკს. წინა კვლევითი სამუშაობის 80% დასრულების პროცესშია. ფინანსური დახურვა პროექტის შემოდგომოზე მოხდება და დაიწყება საუკუნის პროექტად წოდებული მშენებლობა.

ყველა ერთად ანაკლიას გავხდით დამაკავშირებელ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და ევროპას შორის, აღმოსავლეთსა და ამერიკას შორის. ამერიკელი ოპერატორის მონაწილეობა პროექტში სწორედ ამას მოწმობს. საკმაოდ რთული პროცესი იყო ამ პროექტის აქამდე მოყვანა. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ძალიან მალე ვიქნებით მომსწრეები ბევრი ადამიანის დასაქმების.

ამასთან, იწყება ანაკლიის ქალაქის მშენებლობა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის შემოვიყვანთ ძალიან მსხვილ ოპერატორს. მიდის მოლაპარაკება ძალიან მსხვილ კომპანიებთან.

ვასრულებთ იმ ფუნქციას, რომელიც საქართველოს ისტორიულად ერგო, - ესაა გზაჯვარედინი და ამ კაბირბჭის მშენებლობის მომსწრეები ვართ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.