Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რეგიონში ყველაზე მეტად ყაზახეთის ეკონომიკა გაიზარდა

5992cd8952507
BM.GE
15.08.17 15:00
747
საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლებს აქვეყნებს.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში რეგიონის ქვეყნებში ყველაზე მეტად ყაზახეთის ეკონომიკა გაიზარდა. მშპ-ს ზრდა 5,8% იყო. მეორე ადგილზეა სომხეთი 5,1%-ით, შემდეგ მოდის რუსეთი 4,8%-ით და საქართველო 4,6%-ით.

2017 წლის პირველ ნახევარში კი ბელარუსში მშპ-ს ზრდის ტემპმა 1,0% შეადგინა, აზერბაიჯანში კი -1,3%. უკრაინაში 6 თვეში ეკონომიკა 2,5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ინფლაციას, ამ შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკრაინაშია, ივნისში წლიურმა ინფლაციამ ქვეყანაში 15,6% შეადგინა. თურქეთში 9,8% დაფიქსირდა, ყაზახეთში კი ეკონომიკის ზრდასთან ერთად ინფლაციის მაჩვენებელი 7,1% იყო.

ბელარუსში ინფლაცია ივნისში 6,5% იყო, საქართველოში 6%, რუსეთში კი 3,9%. სომხეთში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რეგიონის ქვეყნებს შორის და 0,9%-ს შეადგენს.

აზერბაიჯანში კი 14,4%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა.