Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ირანელი ინვესტორები საქართველოში ჰესების მშენებლობის პოტენციალს სწავლობენ

58fee51392743
დავით ჯალაღონია
25.04.17 10:00
1152
ირანელი ინვესტორები საქართველოში ჰესების მშენებლობის პოტენციალს სწავლობენ. ამის შესახებ „საქმის კურსს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.

"რამდენიმე ირანული კომპანია ჩამოსული იყო. ისინი ბაზარს, შესაძლებლობებს სწავლობენ, თუ რა პროექტები არის. კონკრეტული შეთანხმება ჯერ არ არის, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია, რომელშიც ჩვენ ჩართულები ვართ. საკმაოდ მნიშვნელოვანი ჰიდროპოტენციალი გვაქვს. ინვესტორებსაც აქვთ ინტერესი ამ სექტორის განვითარების და თუ კომერციული წინადადებები იქნება, მათ განვიხილავთ დაინტერესებულ მხარესთან ერთად", - განაცხადა ვალიშვილმა.