Home
Category
TV Live Menu
Loading data...

The Guardian საუკეთესო ქართულ ღვინოებს ასახელებს

596360181a510
BM.GE
10.07.17 15:39
1304
საუცხოო ღვინოები საქართველოდან,- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა The Guardian.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ღვინის ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და ადგილზე 500-ზე მეტი ყურძნის სახეობაა. მათგან 3 ღვინოს The Guardian უფრო დეტალურად განიხილავს.

"თბილვინო", ქვევრი, კახეთი -2015 - ძალიან ცოტაა ისეთი ღვინო, რომელიც მას შემდეგ შევიყვარე, რაც მისი დამზადების ადგილს ვესტუმრე. ქართულ ღვინოებს ჩემზე ყოველთვის ასეთი ეფექტი აქვთ. ისინი ყოველთვის ისეთი განსხვავებულია, რომ ერთხელაც დავფიქრდი - სად შეიძლება ასეთი ღვინო კეთდებოდეს? ქართული ღვინოების ბრიტანეთში მოხვედრა არც ისე მარტივია, მაგრამ Marks & Sparks-ში შესაძლებელია უმშვენიერესი მშრალი თეთრი ღვინის დაგემოვნება, რომელიც ქვევრშია დაძველებული.

ჯაყელი, ხაშმი საფერავი, კახეთი, საქართველო, 2011- ბოთლი წითელი ღვინო ორგანული ღვინის სპეციალისტმა, ონლაინ რითეილერმა გამომიგზავნა. ეს იყო ღვინო, რომელმაც თბილისში გაფრენა გადამაწყვეტინა. ღვინო ადგილობრივი ყურძნის, საფერავისგან არის დამზადებული. იგრძნობა ოდნავ ველური გემო, ასევე თხილის არომატი და მჟავიანობა. თუ თქვენ ისეთი ღვინო მოგწონთ, რომელიც სამხრეთ საფრანგეთში, მარიდანში tannat-ის ყურძნის ჯიშისგან მზადდება, ჯაყელის ღვინო მისი მსგავსია.

ხოხბის ცრემლები, საფერავი, კახეთი, საქართველო 2015 - საქართველოს 8 ათას წლიანი ღვინის წარმოების ტრადიციის ერთ-ერთი თანამედროვე აღმოჩენა ქართულ-ამერიკული პროდუქცია ხოხბის ცრემლებია. ქვევრი ამ შემთხვევაშიც უდიდეს როლს ასრულებს. თეთრ ღვინოებში, რამდენადაც დიდ დროს ატარებენ ქვევრში, ფორთოხალი აღარ არის მწარე და უფრო არომატულია.