Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ენერგეტიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

597af8c61fdf4
თელარა გელანტია
28.07.17 12:40
1704
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილს ახალი მოადგილე ჰყავს.

როგორც „საქმის კურსს“ ილია ელოშვილმა განუცხადა, მისი მესამე მოადგილე თორნიკე რიჟვაძე იქნება, რომელსაც ამ დრომდე ინდური კომპანია „ტატა ფაუერის“ მთავარი იურისტის პოზიცია ეკავა.

„თორნიკე რიჟვაძე არის ძალიან კარგი იურისტი, რომელიც იცნობს ენერგეტიკის სექტორს. აქვს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოცდილება აქვს მოსახლეობასთან მოლაპარაკებების პროცესში“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ელოშვილმა.
ცნობისთვის: ილია ელოშვილმა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახი კალაძე შეცვალა. ენერგეტიკის მინისტრს სულ სამი მოადგილე ჰყავს - მარიამ ვალიშვილი, ირაკლი ხმალაძე და თორნიკე რიჟვაძე.

თორნიკე რიჟვაძეს უმაღლესი განათლება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ აქვს მიღებული. 2012 წელს სწავლობდა აშშ-ში, ლიჰაიას უნივესტიტეტში, 2012-2013 წლებში კი, ლონდონში, სიტის უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრი გახდა. 2015 წლიდან დღემდე ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმჭიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე სწავლობს. პარალელურად, 2017 წლიდან ენერგო სექტორის რეგულირების მიმართულებით განათლებას ფლორენციის რეგულირების სკოლაში იღებს.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, ენერგეტიკის მინისტრის ახალი მოადგილე 2010-2011 წლებში გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში ბიზნეს კონსულტანტი/დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი იყო; 2011-2012 წლებში სს "ოუფენ რევოლუშენ ჯორჯიაში" აჭარის რეგიონალური მენეჯერის პოზიცია ეკავა; 2014-2016 წლებში აჭარის ა.რ. მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველი იყო. 2013 წლიდან დღემდე კი, კომპანია „ტატა ფაუერში“ მუშაობდა.