Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი მარგველაშვილმა და ნურსულთან ნაზარბაევმა ბათუმის პორტის საკითხი განიხილეს

593fae66b9eeb
BM.GE
13.06.17 13:17
993
"საქართველოდან შავ ზღვასა და ევროპაში მიმავალი გზა ძალიან მნიშვნელოვანი დერეფანია", - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას. მისი თქმით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვაია ბათუმის პორტის როლი. ყაზახური მედიის ცნობით, ბათუმის პოტი ყაზახური კომპანიის მფლობელობაშია და შეხვედრაზე ის პრობლემატური საკითხები განიხილეს, რომელიც ბათუმის პორტს უკავშირდება.

„თუ ორი ქვეყნის სამინისტროები ტარიფებზე შეთანხმდება, ეს გზა შესაძლოა გახდეს ყველაზე მომგებიანი, როგორც ჩინეთისთვის, ასევე ყაზახეთსა და საქართველოსთვის, რაც გაზრდის ყვეყნის სატრანზიტო მიმზიდველობას“, - განაცხადა ნურსულთან ნაზარბაევმა.

ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა,რომ საქართველოს და ყაზახეთს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ და უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული ამ პოტენციალის ასათვისებლად.