Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ამერიკის სავაჭრო პალატა": კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღება ცუდი გზავნილი იქნება ინვესტორებისთვის

593fc47ebd3bc
სალომე მეცხვარიშვილი
14.06.17 09:40
1128
ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის მაიკლ ქოვგილის განცხადებით, კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღება, რომელიც რეფერენდუმის გარეშე გადასახადების ზრდას კრძალავს, ცუდი გზავნილი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის. როგორც ქოვგილი განმარტავს, ბიზნესს სჭირდება სტაბილურობა, 94-ე მუხლი კი ამის გარანტიაა.

"პირველ რიგში, ბიზნესს სჭირდება გარანტია სტაბილურობისთვის.  მან ზუსტად უნდა იცოდეს, რა შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში სიტუაცია გადასახადების მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის.  მეორე, პრობლემა არის ინვესტორები. მათაც სჭირდებათ სტაბილურობის განცდა ქვეყანაში. მათ არ სურთ ქვეყანაში მდგომარეობა უცებ შეიცვალოს, გადასახადები გაიზარდოს ან კანონები შეიცვალოს.  ასე რომ, ვფიქრობ, ეს ცუდი გზავნილი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც",- აცხადებს მაიკლ ქოვგილი.ბიზნესასოციაციები აცხადებენ, რომ დღეს 94-ე მუხლის ამოღება კონსტიტუციიდან საჯაროდ არ განიხილება, თუმცა, კულუარებში ხელისუფლება ამაზე საუბრობს.