Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"დიდუბობა 2016"-სთვის 69 ათასი ლარი დაიხარჯა

5926c547c91d8
BM.GE
25.05.17 18:10
778
დიდუბის რაიონის გამგეობის ინიციატივით გასული წლის 21 სექტემბერს "დიდუბობა 2016" აღინიშნა. თბილისის მერიიდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დღესასწაულის ფარგლებში რამდენიმე გასართობი ღონისძიება გაიმართა, რომლის მთლიანმა ღირებულებამაც 69,204 ლარი შეადგინა. ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

მათი ცნობით, თანხის ნაწილი შემდეგი ღონისძიებებისთვის დაიხარჯა:
1) ცეცხლოვანი შოუ აკრობატებით – 3,000 ლარი;
2) ქალაქური სიმღერების მომღერალთა გუნდი – 1,200 ლარი;
3) სცენარისტი, რომელსაც დიდუბის ლეგენდის თეატრალიზებული და მუსიკალური დადგმის შექმნა დაევალა – 1,500 ლარი. (სატენდერო დოკუმენტის თანახმად, სცენარისტი პოეტი ან პროზაიკოსი უნდა ყოფილიყო და ერთი საავტორო წიგნი მაინც უნდა ჰქონოდა გამოშვებული);
4) ყვავილებით აწყობილი სიტყვა "დიდუბობა" – 1,485 ლარი;
5) საბავშო მუსიკალური პროგრამა – 6,000 ლარი;
6) მოცეკვავე/მსახიობი – 4,000 ლარი;
7) ოჩოფეხებზე შემდგარი გამრთობები – 1,250 ლარი.

"ფლანგვის დეტექტორი” აცხადებს, რომ გამგეობამ დიდუბეობა ამ სახით პირველად 2016 წელს აღინიშნა. გასულ წლებში "დიდუბობაზე" გაწეული ხარჯები ბიუჯეტში არ ფიქსირდება.

"ამ ტრადიციის გახსენება და აღორძინება საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვა",- აცხადებენ "ფლანგვის დეტექტორში".