Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ფულადი რეზერვების შექმნის ვალდებულებას დააკისრებს"

596385cf94b5d
სალომე მეცხვარიშვილი
11.07.17 09:55
853
"მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის" ხელმძღვანელის ბესიკ შენგელიას ინფორმაციით, ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ფულადი რეზერვების შექმნის ვალდებულებას დააკისრებს. შენგელია აცხადებს, რომ ახალი რეგულაცია სავარაუდოდ 2018 წლიდან ამოქმედდება.

ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ფინანსურ ინსტიტუტებს დროულად მიეწოდოთ, რომ მასზე მორგება შეძლონ.

ბესიკ შენგელიას თქმით, ამ რეგულაციით ეროვნულ ბანკს სურს, ბაზარზე ერთიანი სტანდარტები დაამკვიდროს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ.

შენგელია ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენთან მურთაზ კიკორიასთან შეხვედრის სხვა დეტალებზეც საუბრობს. მისი თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე მიკროსაფინანსოების შეკითხვები ძირითადად ახალ რეგულაციებს ეხებოდა, რომელიც პირველი ივნისიდან ამოქმედდა და რომლის მიმართაც, როგორც შენგელია ამბობს, უამრავი კითხვა არსებობს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელი "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობს, რომ კონკრეტულ კითხვებს ეროვნულ ბანკს გაუგზავნიან, რის შემდეგაც, დეტალური პასუხები მიეწოდებათ.

საუბარია მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგულაციებზე, გამჟღავნების ტექსტის დატანაზე სხვადასხვა დოკუმენტში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის და სესხის წინმსწრებით დაფარვის საკომისიოს დაფარვაზე.