Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კომერციული დავების განსახილველად საქალაქო სასამართლოში სპეციალური მიმართულება შეიქმნა

598042e949b5a
BM.GE
01.08.17 12:57
703
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია შეიქმნა, რომელიც 500 000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს განიხილავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საბჭომ მსგავსი დავების განხილვასთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების უკმაყოფილება გაითვალისწინა.

„დავების ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეები უზრუნველყოფენ საინვესტიციო და კომერციულ დავებზე მართლმსაჯულების სისწრაფის და ხარისხის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდასა და ეკონომიკის ზრდის ტემპის ამაღლებას», - განმარტავენ საბჭოში.