Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კვარიათში ახალი სასტუმრო კომლექსის "თვინ თაუერსის" მშენებლობა იწყება

595f54f262988
BM.GE
07.07.17 13:30
902
კვარიათში ახალი სასტუმრო კომლექსის „თვინ თაუერსის“ მშენებლობა იწყება. მშენებლობას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოღვაწე კომპანია "გრინ ვალეი დეველოპმენტი” ახორციელებს.

„რეგიონში გრძელდება ახალი, საინტერესო პროექტების განხორციელება. ,,თვინ თაუერსი“ წარმოადგენს სასტუმრო კომპლექსს, რომელიც არის ერთ-ერთი პირველი დიდი არაბული ინვესტიცია საქართველოს ტერიტორიაზე. რეგიონში განხორციელდება 30 მლ ოდენობის ინვესტიცია, რაც მნშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის. ასევე ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას. დასაქმდება 500-მდე საქართველოს მოქალაქე. ჩვენი რეგიონის სტუმრებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაისვენონ კომფორტულად. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მომავალში მრავალი პროექტი იქნება დაანონსებული და განხორციელებული რეგიონში“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.

ბათუმში განსახორციელებელი პროექტი მოიცავს სასტუმრო კომპლექსს, რომლის საერთო მოცულობა 74000 მ.კვ. შეადგენს და ორ ოცდარვა და ერთ ოც სართულიან ნაგებობას ითვალისწინებს. კომპლექსში განთავსდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რეგიონში, სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა, ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები, შიდა და გარე ავტოსადგომი. პროექტის საერთო ინვესტიცია 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მშენებლობა 2021 წლის ზაფხულში დასრულდება.
კომპანია „გრინ ვალი“ 2004 წელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაარსდა. ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს უძრავი ქონების დეველოპმენტი, რომელსაც იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს. საქართველოს მიმართულება კომპანიისთვის ახალია. საქართველოში დეველოპერული პროექტის განხორციელების მიზნით კომპანიამ ბათუმში, კერძოდ, გონიოს დასახლებაში კერძო საკუთრებაში არსებული 14381 კვ.მ არასასაფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შეიძინა.

ამ ეტაპისთვის კომპანიის მიერ მსოფლიოს 8 ქვეყანაში (საქართველო, ლიბანი, თურქეთი, ტაილანდის სამეფო, მაროკოს სამეფო, ეგვიპტე, ბოსნია) განხორციელებულია ან/და ხორციელდება სხვადასხვა ძვირადღირებული დეველოპერული პროექტი.