Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Natura Tea Company ქართულ ჩაის ევროკავშირის ბაზარზე გაიტანს

592572b7b9138
სალომე მეცხვარიშვილი
24.05.17 15:45
908
Natura Tea Company ქართულ ჩაის ევროკავშირის ბაზარზე გაიტანს. ოზურგეთში მდებარე ჩაის საწარმო ამჟამად ISO სერთიფიკატის აღებაზე მუშაობს.

კომპანიაში "საქმის კურსს" განუცხადეს, რომ სერთიფიკატის აღებას რამდენიმე თვე დასჭირდება, რის შემდეგაც კომპანია ევროკავშირის ქვეყნებთან აქტიურ დიალოგს დაიწყებს.

Natura Tea Company-ში აცხადებენ, რომ დღესდღეობით დარგის მთავარი პრობლემა შესაბამისი რაოდენობების არარსებობაა, რის გამოც მსხვილ პარტნიორთან ხელშეკრულების გაფორმება რთულია.

კომპანიას პლანტაციები თავადაც აქვს და ჩაის ადგილობრივებისგანაც იბარებს. Natura Tea Company 2015 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტ სოფელ გურიანთაში დაარსდა. კომპანია ამზადებს უმაღლესი ხარისხის ხუთი სახეობის, შავ, მწვანე, ყვითელ, წითელ და თეთრ ჩაის.