Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კონკურენციის სააგენტო Socar-ის საქმეს ხელახლა შეისწავლის

597b17ef17bb6
BM.GE
28.07.17 14:53
824
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონკურენციის სააგენტო Socar-ის საქმეს ხელახლა შეისწავლის. სააგენტოში "საქმის კურსს" განუცხადეს, რომ ნავთობკომპანიების საქმეზე სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში მიმდინარეობს 9 სასამართლო დავა, საიდანაც ერთ-ერთი საქმე, უზენაესი სასამართლოს მიერ, ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა კონკურენციის სააგენტოს და ხელახალი შესწავლა ხდება. დანარჩენი საქმეები, ამ ეტაპზე, არ არის დასრულებული.

„დავების დასრულების შემდეგ, კონკურენციის სააგენტო იმოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად და ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწვდის ინფორმაციას”, - განმარტავენ უწყებაში.

2015 წელს ნავთობკომპანიების, მათ შორის, "სოკარის" დაჯარიმების გადაწყვეტილება საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მიიღო. 9 კომპანიის საერთო ჯარიმამ დაახლოებით 55 მილიონი ლარი შეადგინა.