Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"თანხების გაცემის პრობლემას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც კითხვები ჩნდება სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით"

588099597aede
BM.GE
19.01.17 14:46
1065
„ვფიქრობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ წარმატებით იმუშავა, თუმცა ყველა პროგრამას დახვეწა სჭირდება“, - ამბობს თბილისის ზღვის ჰოსპიტალის დირექტორი თეა ახალაძე. მისი თქმით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკვე მომზადებულია სტატისტიკა კონკრეტული კლინიკების მომსახურების შესახებ.
რაც შეეხება თანხების გაცემასთან დაკავშირებულ პრობლემას, ახალაძე ამბობს, რომ მსგავს ფაქტებს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც კითხვები ჩნდება სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მათ ჰოსპიტალს მსგავსი პრობლემა არ ჰქონია.

„ჯანდაცვის რეფორმების ახალი ტალღა ძირითადად შეეხება სამედიცინო მომსახურების ხარისხსს, - ყურადღება გამახვილდება პაციენტების კმაყოფილებაზე, რათა მათი ინტერესები იყოს დაცული.

ამ პერიოდში რა თქმა უნდა თანხები თავიდან ბოლომდე ხმარდებოდა პაციენტების კეთილდღეობას, მაგრამ როდესაც პროექტი მასშტაბურია და ბოლომდე არაა განსაზღვრულ თუ რომელი კლინიკები გაართმევენ თავს ამ პასუხისმგებლობას, ამ პერიოდის განმავლობაში უკვე აკუმილურებულია გარკვეული სტატისტიკა ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე არის ინფორმაცია რომელი კლინიკები როგორ ემსახურებოდნენ პაციენტებს და ეს თანხა მიმართულია იქითკენ რომ პაციენტის ინტერესები იყოს დაცული.

თანხების დაგვიანებას რაც შეეხება, კანონით რეგულირდება ის თუ რა პერიოდის განმავლოაბში მოხდება სამინისტროს მხრიდან თანხების ანაზღაურება. ამ პერიოდის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო თანხებს ანაზღაურებს. როდესაც თანხები ხდებოდა სადაო და კითხვები ჩნდებოდა სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით, მათ მოცულობასთან დაკავშირებით, ამის გამო გვიანდებოდა თანხა.

არ იყო განსაზღვრული რა მოცულობით უნდა მომხდარიყო კლინიკის ანაზღაურება და მენეჯმენტის მხრიდან ეს ხშირად იყო არგუმენტი იმისთვის რომ თანამშრომლებისთვის თანხა არ გადაეხადათ“, - ამბობს ახალაძე.