Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კურორტ "გოდერძიზე" მიწის კომპენსაციების გაცემის პროცესი დაიწყო

596388abb7782
BM.GE
10.07.17 18:00
878
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც კურორტ "გოდერძის" ტერიტორიაზე საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან თვითნებურად დაკავებული აქვთ მიწის ნაკვეთები, კომპენსაციების გაცემის პროცესი დაიწყო.

პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს კომისიის წარმომადგენლებმა გააცნეს.

ამ დროისთვის მოქალაქეებთან 14 ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. დღევანდელ სხდომაზე შესაბამისმა კომისიამ დამატებით მოქალაქეთა განცხადებები განიხილა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოქალაქეთა განცხადებების მიღების პროცესი გრძელდება. კომპენსაციების მიღებით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ:  საკადასტრო-აზომვითი ნახაზი ; 2 მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება ; ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ნოტარიულად დამტკიცებული განცხადება.

ამ დოკუმენტებით დადასტურდება, რომ მოქალაქეს ბოლო 10 წლის განმავლობაში 2016 წლის დეკემბრამდე ან თვითნებურად აქვს დაკავებული, ან მართლზომიერ, ან საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი. კომპენსაციების გაცემის შემდეგ კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესი დაიწყება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საინვესტიციო წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია, რომლის განხილვის შემდეგაც ელექტრონული აუქციონები გამოცხადდება.

„გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების დოკუმენტით ტერიტორიის ზონირება განხორციელდა. განსაზრღვრულია კონკრეტულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სახეები. განაშენიანების დოკუმენტი კურორტზე მაღალი დონის სასტუმროების, კოტეჯების, კვების ობიექტების და სხვა საზოგადოებრივი ცენტრების მოწყობას ითვალისწინებს.