Home
Category
TV Live Menu
Loading data...

BDO-მ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის SAP Business One დანერგვა დაიწყო

586510860c73e
BM.GE
29.12.16 17:29
1143
ნოემბრიდან BDO-მ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფა SAP Business One-ის დანერგვა დაიწყო. ახალი პროგრამული უზრუნველყოფით კონსორციუმი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტის ფინანსური მართვის ავტომატიზაციას მოახდენს.

SAP Business One-ი არის მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფების პირველი პროვაიდერი კომპანია SAP-ის პროდუქტი. მისი ლოკალიზაცია საქართველოსთვის SAP-ის ადგილობრივმა პარტნიორმა BDO Solutions-მა განახორციელა.

"პროექტის მასშტაბიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ, მაღალი დონის პროგრამულ გადაწყვეტილებაზე შევაჩერეთ არჩევანი. პროექტის დანერგვაში კი სფეროში გამოცდილი ორგანიზაცია - BDO Solutions-ი დაგვეხმარება“ - ზურა ფიჩხაია, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ფინანსური დირექტორი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას და განვითარებას ახორციელებს. პორტის წინასამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, მშენებლობა კი 2017 წლიდან იწყება", - განმარტავენ კომპანიაში.