Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"რუსთავში 19-სართულიანი სასტუმროსა და საცხოვრებლის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის"

596365471e002
სალომე მეცხვარიშვილი
11.07.17 12:07
787
რუსთავში 19-სართულიანი სასტუმროსა და საცხოვრებლის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის, - ამის შესახებ "საქმის კურსს" რუსთავის მერიაში განუცხადეს.

მათი თქმით, ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია მათაც ინტერნეტის მეშვეობით გაიგეს, თუმცა, კონკრეტული ნაბიჯები პროექტის განსახორციელებლად არ გადადგმულა.
არც არქიტექტურის სამსახურს და არც მერიის სხვა სამსახურებს პროექტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ.

ინფორმაცია არ აქვს არც რუსთავის მაჟორიტარს პარლამენტში. პაატა მხეიძე "საქმის კურსთან" ამბობს, რომ ასეთი პროექტი რუსთავის სივრცით მოწყობას არ ეწინააღმდეგება და მისი განხორციელება შესაძლებელია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე, ყველაზე მაღალი - 19 - სართულიანი სასტუმრო და საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს. არსებული ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის 4 მილიონი დოლარი ჩაიდება.