Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქვეყნები სტუდენტური ბიუჯეტით მოგზაურობისთვის - საქართველო მეორე ადგილზე მოხვდა

599d345117f07
BM.GE
23.08.17 12:00
874
ვებ-გვერდი youramazingplaces.com იმ 7 ქვეყნის სიას აქვეყნებს, სადაც სტუდენტური ბიუჯეტით შეიძლება მოგზაურობა.

საიტი წერს, რომ სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე აქტიური ხანაა. დრო, როდესაც ადამიანმა ბევრი უნდა იმოგზაუროს, შეიქმნას შთაბეჭდილებები და მოგონებები.

"თუმცა, სამწუხაროა, რომ იმ ხარჯებს, როგორიცაა ფრენები და სხვა ტრანსფერები, საცხოვრებელი პირობები, საკვები და სხვა, ჩვეულებრივ, სტუდენტების ბიუჯეტი ვერ წვდება, მათთვის ეს მიუწვდომელი ფუფუნებაა. მაგრამ სინამდვილეში არსებობს ისეთი ქვეყნებიც, სადაც სტუდენტები თავიანთი ბიუჯეტით თავისუფლად მოგზაურობენ",- აღნიშნულია სტატიაში.

ვებ-გვერდი ხაზს უსვამს, რომ მსოფლიოში არის ისეთი ლამაზი და საინტერესო ქვეყნები, სადაც იაფი მგზავრობის შესაძლებლობებით კარი ყველასთვის ღიაა და ასეთ ქვეყნებში მოგზაურობა სტუდენტებისთვისაც ხელმისაწვდომია.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მეორე პოზიცია საქართველოს ერგო. საიტმა საქართველო იმ ქვეყანათა ნუსხაში შეიტანა, რომლებიც, მათი აზრით, სტუდენტმა შესაძლებელია თავისი სტიპენდიით მოინახულოს. სიაში აგრეთვე ვხვდებით ინდონეზიას, კუბას, ტაილანდს და პორტუგალიას.

youramazingplaces.com-ის სია ასეთია:

1.ინდონეზია
2.საქართველო
3.კუბა
4.ტაილანდი
5.ინდოეთი
6.შრი-ლანკა
7.პორტუგალია

პორტალს საქართველოს საილუსტრაციოდ გერგეთის სამება აქვს მოყვანილი, ავტორი კი იქვე დასძენს:

"ეს ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც გაძლევს საშუალებას დატკბე ბუნების სილამაზით, მდიდარი და უძველესი კულტურით და რაც მთავარია, ხალხით, რომელიც სტუმართმოყვარე და კეთილია".