Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აპრილში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.1 მლრდ ლარით შემცირდა

5926c74f50f34
BM.GE
25.05.17 16:00
683
1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. ეროვნული ბანკის ცნობით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.1 მლრდ ლარით, ანუ 0.2 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.1 პროცენტით) და 29.7 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.7 პროცენტია.