Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდესЭ

5926ba4ca3c8b
დავით ჯალაღონია
25.05.17 15:21
1235
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის აზრით, სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს. მისი განმარტებით, ამ პოზიციას „ქართული ოცნების“ გუნდი სრულად იზიარებს. კალაძის აზრით, მიწის რესურსს საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტის დახმარებით გამოიყენებენ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიწა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. საქართველო პატარა ქვეყანაა და სასოფლო-სამეურნეო მიწები ქართველების საკუთრებაში უნდა იყოს. ეს არა მარტო ჩემი და მთავრობის მეთაურის პოზიციაა, არამედ - ჩვენი გუნდის, რომ გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, მიწა არ უნდა გასხვისდეს“, - განაცხადა კალაძემ და განსაკუთრებული შემთხვევის მაგალითად კომპანია „ფერერო როშეს“ თხილის ბიზნესი მოიყვანა.

ამასთან, კალაძე მიიჩნევს, რომ მიწების უცხოელებზე გასხვისების შეზღუდვა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ გააუარესებს.

„ეს ინვესტიციების მოზიდვას ხელს არ შეუშლის. აქ საუბარია, მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა. უამრავი სახელმწიფო პროგრამაა იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა მოხდეს. ადგილობრივი ბიზნესი დაასაქმებს ადამიანებს და არა - უცხოეთიდან შემოსული“, - მიიჩნევს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით რეგულაციები მთავრობას უკვე მომზადებული აქვს, რომლის მიხედვით, უცხოელს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფლობა მხოლოდ განსაკუთრებით დიდი მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში შეეძლება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ჯერ გადაგზავნილი არ არის.