Home
Category
TV Live Menu
Loading data...

TABAN Airlines ისპაჰანი-თბილისის მიმართულებით იწყებს ოპერირებას

59243c46c0d2e
BM.GE
23.05.17 17:35
854
ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლას იწყებს.

ისპაჰანსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები 23 ივნისიდან 26 სექტემბრამდე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, B737 და MD88 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს 2016 წლის ზაფხულში ასრულებდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიას შესაბამისი ფრენის ნებართვა 19 მაისს მიანიჭა.

TABAN Airlines საქართველოს ავიაბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.