Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა 4 მილიარდს აჭარბებს

595f801a7d53a
BM.GE
07.07.17 16:34
836
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წლიურმა ბრუნვამ 4 303 193 000 ლარი შეადგინა. ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, სათამაშო ბიზნესში გაცემული ნებართვებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაციას პარლმანენტში შექმნილი ის სამუშაო ჯგუფი ავრცელებს, რომელიც სათამაშო ბიზნესის რეგულირებაზე მუშაობს. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის სფეროში ყველაზე მეტი (245) ნებართვა 2011 წელს გაიცა. 2012 წელს ეს რიცხვი 208, 2013 წელს 105, 2014 წელს 165, 2015 წელს 125, 2016 წელს 139, ხოლო 2017 წელს 60 იყო.

აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე გადამხდლების მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა ბოლო წლების განმავლობაში მზარდია. თუ 2014 წელს აღნიშნული ბიზნესის ბრუნვა 2 155 209 000 ლარი იყო, 2015 წელს ეს რიცხვი 3 მილიარდ 712 მილიონ 693 ათასამდე, 2016 წელს კი 4 მილიარდ 303 მილიონ 193 ათას ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე გადამხდელთა მიერ გადახდილ გადასახადებს, 2015 წელს მათ ბიუჯეტში 97,737,469.09 ლარიშეიტანეს, 2016 წელს ეს რიცხვი 110, 654,009.22-მდე გაიზარდა, 2017 წლის 4 თვის მონაცემებით კი, მათ მიერ გადახდილმა თანხამ 55,584,984.27 ლარი შეადგინა.