Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Alfardan Group საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა"

5902fddcf07a3
BM.GE
28.04.17 12:29
762
ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Alfardan Group-ი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა, - ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ომარ ჰუსეინ ალფარდანმა საქართვლოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერის აპარატის ინფორმაციით, Alfardan Group-ის ძირითადი ინტერესის სფეროს საქართველოში ტურიზმი და ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს. შეხვედრისას ისაუბრეს ცალკეულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც, შესაძლოა, Alfardan Group-მა განახორციელოს. კომპანიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულებაა და კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.