Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

წლის ყველაზე პოპულარულ სმარტფონებად iPhone 7 და iphone 7 Plus დასახელდა

599c17ce57c91
BM.GE
22.08.17 15:35
766
კომპანია Strategy Analytics-ის კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის ყველაზე პოპულარულ სმარტფონებად iPhone 7 და 7 Plus დასახელდა. აღნიშნულმა ორმა მოდელმა რეიტინგის პირველი და მეორე ადგილები გაინაწილეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი iPhone 7-ის კომერციულ წარმატებას ეჭვის ქვეშ აყენებდა, დღეს უკვე აშკარაა, რომ iPhone 7-ი კომპანია Apple-ის წარმატებული პროექტია.

აპრილი-ივნისის პერიოდში 16.9 მილიონი iPhone 7 და 15.1 მილიონი iPhone 7 Plus გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ iPhone 7 არამარტო წლის, არამედ Apple-ის სმარტფონებს შორის ყველაზე პოპულარულ მოდელადაც აღიარეს.

ამავე კომპანიის ანალოგიურმა კვლევამ გასულ წელს აჩვენა, რომ სმარტფონების მსოფლიო ბაზრის მოგების თითქმის 80% iPhone-ს ხვდა წილად.

Strategy Analytics-ის 2017 წლის საუკეთესო სმარტფონრბის რიგში შემდეგი პოზიცია Samsung Galaxy S8 და S8 + ერგოთ, 10.2 მილიონი და 9 მილიონიანი გაყიდული ტირაჟით. შესაბამისად ეს ორი სმარტფონი მესამე და მეოთხე ადგილებზე მოხვდნენ, ხოლო აღნიშნული სიის ხუთეული Xiaomi Redmi 4A-მა დახურა, რადგან ამავე პერიოდში მოწყობილობის 5.5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.