Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"გრემის" ჩურჩხელები ირანის შემდეგ ევროკავშირში გაიყიდება

5902dd84d2ffb
სალომე მეცხვარიშვილი
28.04.17 10:10
930
"გრემის" ჩურჩხელები ირანის შემდეგ ევროკავშირში გაიყიდება. კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ დაინტერესება არის გერმანიიდან და ლიტვიდან, ამჯერად კი კომპანია დოკუმენტაციის მოწესრიგებაზე მუშაობს.

4 სახეობის ჩურჩხელას კომპანია თელავში აწარმოებს. „გრემი“ უშვებს რქაწითელისგან, საფერავისგან და თეთრი ყურძნისგან დამზადებულ ჩურჩხელებს, პროდუქცია მზადდება ასევე ბროწეულის წვენისგან.

რაც შეეხება ირანს, გიორგი მაჩაბელის ინფორმაციით, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ბროწეულის წვენისგან და საფერავისგან დამზადებულმა ჩურჩხელამ. სწორედ ამიტომ კომპანია აქცენტს ამ მიმართულებით გააკეთებს. უახლოეს მომავალში ირანში პირველი დიდი პარტია გაიგზავნება.

"პირველი სატესტო პარტია იყო და დავაკვირდით, რომელი უფრო კარგად გაიყიდებოდა. საქართველოში კარგად იყიდება კლასიკური- რქაწითელისგან დამზადებული ჩურჩხელა, იქ კი განსაკუთრებულად ბროწეულის წვენით დამზადებული მოეწონათ",- განაცხადა გიორგი მაჩაბელმა.