Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფადი ასლიმ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, სტრასბურგში გაასაჩივროს

59c3ac40d5c84
BM.GE
21.09.17 16:06
853
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ მის წინააღდეგ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ აღძრული საქმე, შესაძლოა, სტრასბურგში გაასაჩივროს. ამის შესახებ მან "საქმის კურსის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

თავდაპირველად კი საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას ფადი ასლი საქართველოში გეგმავს.

"თუ უზენაესი სასამართლოც იმავე განაჩენს გამოიტანს, მე არ მაქვს იმედი განსხვავებული გადაწტვეტილების, ჩვენ ვაპირებთ, რომ საქმე გავიტანოთ სტრასბურშგი. ჩვენ ვაპირებთ, რომ დავამარცხებთ საქართველოს სასამართლოს სტრასბურგში",- აცხადებს ფადი ასლი.

შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლომ ფადი ასლის მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის სასარგებლოდ 3 ათასი ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. კაკაბაძემ ფადი ასლის მას შემდეგ უჩივლა, რაც ფადი ასლიმ ის კორუმპირებულობაში დაადანაშაულა.