Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ამერიკული ბიზნესისთვის საქართველო მეტად საინტერესო ქვეყანა ხდება"

59803cbd2cd4a
BM.GE
01.08.17 12:31
723
"მოხარულები ვართ, რომ მეტად საინეტრესო ვხდებით ამერიკული ბიზნესისთვის", - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე- პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, დღეს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს გარემო აქვს, დაბალი კორუფციიტა და დაბალი გადასახადებით, რაც ამერიკული ბიზნესისთვის სარგებლის პოვნის საუკეთესო შესაძლებლობაა.

"ჩვენი მიზანია მათ საუკეთესო პლატფორმა შევუქმნათ რეგიონში. კონტი ჯგუფის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩართვასთვან ერთად მივესალმებით თანამშრომრლობის დოკუმეტის გაფორმაებას SSA Marine-სა და კონსორციუმს შორის, რომელიც ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს. ჩვენ აშშ-სთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი განვახორციელეთ და მზად ვართ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გავაგრძელოთ. ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან მაღალი დონის სავაჭრო ურთიერთობებისთვის. საქართველო ამერიკისთვის რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს. ამერიკამ დიდი როლი ითამაშა ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში", - განაცხადა პრემიერმა.