Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სავალუტო ბაზრების მიმოხილვა

59c21a2cae45d
BM.GE
20.09.17 11:34
853
დოლარი ოდნავ გაძვირდა და კურსი მაინც მოლოდინის რეჟიმში დარჩა ძირითადი ვალუტების მიმართ სამშაბათს. საცხოვრებელი სახლების გაყიდვების სტატისტიკა პესიმისტური იყო, თუმცა გეოპოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა გამყარებისკენ უბიძგებდა.

ამერიკელების საცხოვრებელი სახლების სექტორით დავიწყოთ. ინვესტორთა იმედები მესამე კვარტალში სოლიდურ ზრდაზე - გაცრუებულია. კომერციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მშენებლობა 0.8%-ით შემცირდა წლიურ ჭრილში, როცა 1.7%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ.

ანგარიში ასევე ამბობს, რომ მშენებლობის ნებართვები 5.7%-ით გაიზარდა. ესეც პროგნოზების საწინააღმდეგოდ მოხდა. ეს იანვრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია,რაც 0.8%-იანი შემცირების ფონზე დამაიმედებლად არ გამოიყურება.

ამას გარდა, ხვალ უკვე გვეცოდინება ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტის შეხვედრის შედეგები, რომელმაც 4.5 ტრილიონის ობლიგაციების პორტფელის მომავალი უნდა განსაზღვროს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: ინვესტორები ელოდებიან ფედერალური სარეზერვო ბანკის ეკონომიკურპროექციას, რათა მიხვდნენ შენელებული ინფლაციის ტემპმა გავლენა ხომ არ მოახდინა ცენტრალური ბანკის გრძელვადიან ხედვაზე რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით.

დოლარმა ფასი გაზარდა თავშესაფარი ვალუტების მიმართ, როგორიცაა შვეიცარული ფრანკი და იაპონური იენი. ამას ხელი შეუწყო კორეის ნახევარკუნძულზე გეოპოლიტიკური დაძაბულობის შერბილებამ. მოკლედ დოლარის ფასი იენისთვის 112 იენს მიუახლოვდა, ხოლო ევროს ფასი დოლარისთვის თითქმის გუშინდელ დონეზეა - ერთი ევრო დოლარსა და 19 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს.

რაც შეეხება გირვანქა სტერლინგს - ბრიტანული ვალუტის ერთი ერთეულის ფასი დოლარსა და 34.5 ცენტს ოდნავ აღემატება.

ბიტკოინი გუშინდელს შემდეგ ოდნავ გაიაფებულია და მისი ფასი დაახლოებით 3900 დოლარზეა. როგორც ჩანს ინვესტორებმა გადაწყვიტეს ჩინეთის აკრძალვის შემდეგ გაიაფებულ, და შემდეგ მკვეთრად გაძვირებულ ბიტკოინზე დადებული მომგებიანი ფსონი გაანაღდონ. თუმცა ზრდა გააგრძელა ბიტკოინ ქეშმა რომელიც დღეს 500 დოლარი ღირს. ეთერიუმი მცირედით, დაახლოებით 4.5%-ით გაიაფდა და მისი ფასი 283 დოლარს შეადგენს.