Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის პროექტით ფორდჰემის უნივერსიტეტი დაინტერესდა

59c221e6b514e
BM.GE
20.09.17 12:06
790
ნიუ იორკში, ფორდჰემის საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ორგანიზებულ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სამიტისათვის მოსამზადებელ ღონისძიებაზე საქართველოში, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის მაგალითი განიხილეს.

ღონისძიების ორგანიზატორთა ინიციატივით, საქართველოს შესახებ პრეზენტაცია ბლოკჩეინის საერთაშორისო სამიტზეც იქნება წარმოდგენილი, რომელიც ნიუ იორკში 10 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერი პარტნიორები არიან გაეროს პროგრამები და ფონდები: UNDP, UNICEF და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

სამიტზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული მომხსენებლები, ექსპერტები, აკადემიური წრეების, სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებს, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს, საპილოტო თუ რეალურ რეჟიმში ამოქმედებულ პროექტებს მიმოიხილავენ.

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონების რეგისტრაციაში წარმატებით გამოიყენა. სწორედ ამან განაპირობა საქართველოთი ბლოკჩეინის საერთაშორისო სამიტის ორგანიზატორთა დაინტერესება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაქციები ბლოკჩეინში ინტეგრირებით მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.