Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჩვენი ამოცანაა, რომ გაკოტრების პირას მყოფი ქართული სამშენებლო სექტორი წინ წამოვწიოთ"

5961f410edda9
BM.GE
09.07.17 13:12
766
"გვსურს მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული კერძო სექტორში, ვიდრე სახელმწიფო სამსახურში“, - განაცხადა გადაცემაში „ანალიტიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. მინისტრი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები უმეტესად წლის მეორე ნახევარში იწყება და მასში მონაწილეობის კუთხით ქართული კომპანიების კონკურენტულები არიან. ამასთან, ალავიძის თქმით, ტენდერებში მონაწილეობის კუთხით, კომპანიები დღეს ბევრად გააქტიურებულები არიან, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო.

"ჩვენ რასაც ვაშენებთ და ვხარჯავთ, ყველაფერს რეგიონებში ვაკეთებთ. თბილისში მხოლოდ 2 პროექტი გვაქვს. თბილისს თბილისის მერია მიხედავს, თუმცა თუ საჭირო იქნება ჩავერთვებით. დემოგრაფია ყველა რეგიონში შემცირებულია 2000 წლებთან შედარებით და შრომის ნაწილი გზების, წყლის და სოფლის შენებაში უნდა გადავიტანოთ.
თუ ჩვენ განვითარება გვსურს, მეტი კერძო ბიზნესი გვჭირდება და ნაკლები ადმინისტრაცია. ეკონომიკური თეორიით, ან დემოგრაფია უნდა იზრდებოდეს ძალიან, ან ინფრასტრუქტურაში უნდა ვდებდეთ ინვესტიციებს. ოთხ პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურას განათლება მოყვება, რომელიც მნიშვნელოვანია. ამჟამად საშუალო მხარჯველი ტურისტები შემოდიან ქვეყანაში და დონე როდესაც აიწევს, მოთხოვნაც და გამომუშავება გაიზრდება. ტურისტების მიღების კუთხით ლიმიტირებული ვართ, რადგან 2 მილიარდ ტურისტს ვერ მივიღებთ. 

 პროექტები ძირითადად წლის II ნახევარში იწყება, რადგან საერთაშორისო შესყიდვებით არის და ბოლომდე გამჭვირვალე პროცესია. კონკურენცია მაღალია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. ჩვენს გარშემო რეგიონი დგას, სადაც უამრავი სამშენებლო კომპანიაა. რომელიღაც პერიოდში თუ 5-6 კომპანია მონაწილეობდა, ახლა საბუთებს 40-50 კომპანია ყიდულობს. ადგილობრივებიც საკმაოდ კონკურენტული არიან. ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ დღეს ქართული სამშენებლო სექტორი, რომელიც გაკოტრების პირას არის, წამოვწიოთ", - განაცხადა მინისტრმა.