Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგის ერთ-ერთი ავტორი იმყოფება

59c39d9a205ce
BM.GE
21.09.17 15:07
850
თბილისში ფრეიზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი რობერტ ლოუსონი იმყოფება, რომელმაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ესწრებოდა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უწყების - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის მიზანი საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების განხილვა, ასევე „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს სარეიტინგო პოზიციის მიმოხილვა იყო.

პროფესორი რობერტ ლოუსონი საქართველოში რამდენიმედღიანი (18-22 სექტემბერი) ვიზიტით ჩამოვიდა.