Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კომპანია, რომელიც საქართველოში მზისა და ქარის ენერგიის ათვისებას იწყებს

59e6f252ab9d2
დავით ჯალაღონია
18.10.17 10:18
1302
"საქართველოს განახლებადი ენერგიების კომპანიას” ქარისა და მზის სადგურების მშენებლობისთვის, მონაცემების შესწავლის მიზნით ენერგეტიკის სამინისტროსთან 17 მემორანდუმი აქვს გაფორმებული, საიდანაც შვიდი ქარის, ათი კი მზის ენერგიის ათვისებას ეხება.

როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილემ გიორგი ბეჟუაშვილმა “საქმის კურსს” განუცხადა, გენერაციის ამ ობიექტებისთვის ერთი მეგავატი დადგმული სიმძლავრის მიღება დაახლოებით, მილიონ 100 ათასი დოლარი დაჯდება.

“ჩვენ გვესმის რეალობა, რომელიც დღეს ასეთია, რომ სახელმწიფო მზად არის რვათვიანი პოლიტიკა გაატაროს, რასაც ჩვენ ვითვალისწინებთ და გვინდა, რომ კონკურენტუნარიანი იყოს ჩვენი სადგური. რაც სხვა ფაქტორებთან ერთად დამოკიდებული იქნება სწორი ტერიტორიის შერჩევაზე“, - განაცხადა ბეჟუაშვილმა.
რაც შეეხება გარანტირებული შესყიდვის პირობებს, ბეჟუაშვილის განმარტებით, კომპანია შეეცდება, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დადგენილი პირობების დაცვით, პროექტები კონკურენტუნარიანი იყოს.

„ქარის დადებითი მხარე არის ის, რომ ჩვენ გენერაციის დიდი ნაწილი ზამთრის თვეებში გვაქვს და სახელმწიფოს მიერ ამის შეძენაც ზამთრის თვეებში მოხდება“, - აღნიშნა ბეჟუაშვილმა.