Home
Category
TV Live Menu
Loading data...

2017 წელს "გაიცანი საქართველოს" მედია ტურებისთვის 150 000 ლარი დაიხარჯება

59634999ceec0
თელარა გელანტია
10.07.17 13:30
784
2015-2016 წლებში პროექტ „გაიცანი საქართველოს“ პრეს და ინფო ტურებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან 138 991 ლარი დაიხარჯა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ „საქმის კურსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს პროექტის ფარგლებში 8 მედია ტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 41 სიუჟეტი მომზადდა. მთლიანმა ხარჯმა კი 54 358 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2016 წელს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას "გაიცანი საქართველოს" პროექტი 84 633 ლარი დაუჯდა და 11 პრეს და ინფო ტურის ფარგლებში, მედიაში 62 სიუჟეტი გავიდა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „გაიცანი საქართველოსთვის“ 2017 წელს 150 000 ლარია გამოყოფილი.

"აღნიშნული პროექტი მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში უკვე გაიმართა (ჯამური ხარჯი 7 932 ლარი). უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს იმერეთში, კერძოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში და კახეთის რეგიონში, კერძოდ პანკისის ხეობაში. წლის ბოლომდე კიდევ რამოდენიმე ტური გვაქვს დაგეგმილი, რომლის დეტალებიც დაზუსტების პროცესშია", - განუცხადეს "საქმის კურსს" ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხორციელდება პროექტის ეფექტიანობის შეფასება, გიორგი ჩოგოვაძის უწყებაში განმარტავენ, რომ პროექტის შეფასება შიდა ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობითაა შესაძლებელი, რაც 2016 წელს 2015 წელთან შედარებით 5%-ითაა გაზრდილი.