Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კურორტ შოვამდე მისასვლელი გზის მშენებლობა წელს დასრულდება

58907e7cf106d
სალომე მეცხვარიშვილი
31.01.17 16:46
1038
კურორტ შოვამდე მისასვლელი გზის მშენებლობა წელს დასრულდება,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტთან" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და სავარაუდოდ, გზის მშენებლობა ზაფხულისთვის უკვე დასრულებული იქნება.

როგორც გუბერნატორი აცხადებს, ხელისუფლებას სურს, შოვი ზამთრის კურორტადაც აქციოს, რასაც გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

პაპუნა მარგველიძის ცნობით,წელსვე ნიკორწმინდის პროექტის პროექტირება სრულდება, რომელიც ითვალისწინებს ნიკორწმინდაში გზების მშენებლობას, ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველს გახდის ტურისტულ ობიექტს.

გუბერნატორის ცნობით, ასევე წელს დაიწყება საჩხერე რაჭის გზის პროექტირება.