Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყველაზე მომგებიანი ბანკები საქართველოში

598082c4b364d
BM.GE
01.08.17 17:30
1034
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2017 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნა. წლის მეორე კვარტალი ზარალით მხოლოდ ერთმა ბანკმა - იშ ბანკი საქართველომ დაასრულა. ბანკის ზარალმა მეორე კვარტალში 833 602 ლარი შეადგინა.

წმინდა მოგების მიხედვით ბანკების რეიტინგი შემდეგია:

საქართველოს ბანკი - 208 419 949 ლარი

თიბისი ბანკი - 149 478 084 ლარი

ლიბერთი ბანკი - 69 341 613 ლარი

ვითიბი - 15 785 081 ლარი

ბაზისბანკი - 14 253 984 ლარი

ბანკი ქართუ - 10 548 887 ლარი

ტერაბანკი - 7 928 993 ლარი

ხალიკ ბანკი საქართველო - 7 167 302 ლარი

პროკრედიტ ბანკი - 6 534 186 ლარი

კრედო ბანკი - 5689 433 ლარი

პაშა ბანკი - 2 488 688 ლარი

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველო - 966 846 ლარი

სს ზირაათ ბანკი - 367 296 ლარი

სილქროუდ ბანკი - 266 433 ლარი

ფინკა ბანკი საქართველო - 107 296 ლარი

წლის მეორე კვარტალში მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდტან შედარებით, ყველაზე მეტად საქართველოს ბანკს გაეზარდა, - ზრდამ 95 მილიონი ლარი შეადგინა. თიბისის მოგება 2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 57 მილიონი ლარით გაიზარდა. ლიბერთის მოგების ზრდამ წლიურად დაახლოებით 9 მილიონი ლარი შეადგინა. 5 მილიონზე მეტად გაიზარდა ხალიკ ბანკის წმინდა მოგება.

შემცირდა პროკრედიტ ბანკისა და ბანკი ქართუს წმინდა მოგებები.