Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გასული კვირის სავალუტო მიმოხილვა და პროგნოზები

597595aeb0a38
შოთა დიღმელაშვილი
24.07.17 10:34
693
პარასკევი დოლარმა წლის ყველაზე ცუდი მაჩვენებლით დახურა ძირითადი ვალუტების მიმართ. ერთი მხრივ, ეს განაპირობა ევროს ზოგადმა გაძლიერებამ, მეორე მხრივ კი ინვესტორთა ეჭვებმა შტატების პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ტრამპმა ვერ შეძლო „ობამაქეარის“ რეფორმირება, რაც ეჭვქვეშ აყენებს, რამდენად შეძლებს ტრამპის ადმინისტრაცია საგადასახადო კოდექსის ბიზნესის სასარგებლოდ შეცვლისა და ფისკალური სტიმულირების პროგრამის დაპირებების ასრულებას. ამას თან ერთვის მოლოდინი, რომ წელს ფედერალური სარეზერვო ბანკი რეფინანსირების განაკვეთს აღარ შეეხება.

ამასობაში ევრო ორი წლის უმაღლეს მაჩვენებელს აღწევს დოლარის მიმართ. 2015 წლის სექტემბრის შემდეგ ერთი ევროს ფასს არ მიუღწევია დოლარისა და 17 ცენტისთვის.
ერთთვიან რეკორდს აჩვენებს იენი. ერთი დოლარის ფასი 111 იენზე ერთი თვეა, არ ჩამოსულა.

გირვანქა სტერლინგის ფასი დოლარსა და 30 ცენტს აღწევს. ტერეზა მეის მიმართ არაკეთილგანწყობილება ბრიტანული ვალუტის გაძვირებას აფერხებს.

ოთხშაბათს გაერთიანებული სამეფო მეორე კვარტლის ზრდაზე მონაცემებს გამოაქვეყნებს და ესეც თავის ასახვას ჰპოვებს კურსზე. იგივე მოხდება პარასკევს ამერიკაში.

ბიტკოინის ფასი 2850 დოლარზე ავიდა და 150 დოლარიღა აკლდა ყველა დროის რეკორდულ მაჩვენებლამდე. შემდეგ ოდნავ უკან დაიხია და ახლა 2775 დოლარზეა.
გასული კვირის ორშაბათს ბიტკოინი დაახლოებით 1000 დოლარით ნაკლები ღირდა.

ეთერიუმი ასე არ გაძვირებულა, თუმცა პირველად 4 კვირის განმავლობაში, კვირა მოგებით დახურა და მისმა ფასმა 220 დოლარამდე აიწია, როცა მისი ფასი ორი კვირის წინ 130-ზე იყო ჩამოსული.