Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისში ელექტრომობილების კიდევ ერთი დამტენი სადგური დამონტაჟდა

59c381d099f14
BM.GE
21.09.17 13:07
856
რიგით 28-ე დამტენი სადგური E-space-ის ქსელში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის პარკინგზე დამონტაჟდა.

ამ დროისთვის E-space-ის ელექტრომობილების დამტენი სადგურით სარგებლობა უკვე შესაძლებელია სასტუმრო ჰილტონ ბათუმის მიწისქვეშა პარკინგზე, რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე სოკარის მრავალფუნქციურ კომპლექსში, გორის მონაკვეთზე ვისოლის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პარკინგის პირველ ზოლში და ასევე თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე ლოკაციაზე.

ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიზნით E-space საქართველოში ელექტრომობილების დამტენების ქსელს 2016 წლის ნოემბრიდან ავითარებს. სადგურებით სარგებლობა ყველა ელექტრომობილის მფლობელისთვის უფასოა.