Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ნუშის წარმოების მიმართულებით საქართველო ინვესტორების მხრიდან ერთ-ერთი სამიზნე ქვეყანაა"

594660c72ee1e
BM.GE
18.06.17 15:11
947
ნუშის წარმოების მიმართულებით საქართველო ინვესტორების მხრიდან ერთ-ერთი სამიზნე ქვეყანაა. ამის შესახებ ,,USAID საქართველოს’’ სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ნუშის ბაზრის კვლევაშია აღნიშნული. რამდენიმე ინვესტორი უკვე ატარებს მნიშვნელოვან კვლევებს საქართველოში ნუშის წარმოების რისკ-ფაქტორებსა და შესაძლებლობაზე. უკვე განსაზღვრულია აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონი, სადაც ნუშის კონკრეტული ჯიშებისთვის მისაღები კლიმატურ-ნიადაგობრივი პირობებია. თუ ინვესტორებმა აქტიურად დაიწყეს ნუშის ბაღების გაშენება, საქართველოს აქვს დიდი შანსი და პოტენციალი, გახდეს ნუშის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი ქვეყანა.

მკვლევარები აცხადებენ, რომ ქართულ ნუშს ექსპორტის პოტენციალი აქვს ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში. თუმცა ამ ბაზრებზე შესასვლელად აუცილებელია, ფასი კონკურენტული იყოს. ასევე მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის ხარისხის მოთხოვნების დაცვა.

ამჟამად კავკასიაში საქართველო ნუში სწარმოებაში ლიდერია. ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში 900 ჰა-ზე მეტი ბაღია გაშენებული. თუ ბაღების გაშენების ტენდენცია გაგრძელდა, საქართველოს საპატიო ადგილს დაიკავებს ნუშის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნების სიაში.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, ნუშის ექსპორტის ცალკეული შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. მაგალითად, 2015 წელს საქართველოდან გასულია 15 ტონა კანგაცლილი ნუში, ხოლო 2016 წელს - 24 ტონა.