Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბოლო 8 წელში, ლიბერთი ზარალიანი ბანკიდან მომგებიან ფინანსურ ინსტიტუტად იქცა"

59803665c08a9
BM.GE
01.08.17 12:04
813
ლიბერთი ბანკი წლის მეორე კვარტლის შედეგებს აჯამებს. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლადო გურგენიძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ბანკის შემოსავლები 22,1%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, ბანკმა Moody-s-ის საკრედიტო რეიტინგი მიიღო, პროგნოზით სტაბილური.

"მინდა მივულოცო ბანკის გუნდს - ლიბერთი ბანკი არის ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც 3 საკრედიტო სააგენტოს რეიტინგი აქვს მინიჭებული. ბანკის პრიორიტეტები უცვლელი რჩება.

მოხარული ვარ, რომ ივნისში ბანკმა დივიდენდების გაცემა შეძლო 20 მილიონი ლარის ოდენობით. ბოლო 8 წლის განმავლობაში, ბანკმა საკმაოდ გრძელი გზა გაიარა. ჩვენ გადავიტანეთ გაკოტრება, ლბერთი ბანკი იყო ზარალიანი ბანკი 15 მილიონზე ნაკლები კაპიტალით, რომელიც მაღალმომგებიან ინსტიტუტად იქცა. ეს ყველაფერი ნიჭიერი მენეჯმენტის დამსახურებაა, რომელიც ბანკში 2009 წლიდან მუშაობს და იმედი მაქვს ჯგუფი მომავალშიც განაგრძობს ბანკისთვის წარმატების მოტანას", - განაცხადა ლადო გურგენიძემ.