Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

M2-ის ახალი პროექტი - საავტომობილო გზა მინუს ტემპერატურაზე ავტომატურად გათბება

596391c0c083f
თათია ჩაფიჩაძე
10.07.17 18:39
873
კომპანია m2 პროექტ „სკაილაინ რეზიდენსამდე“ მისასვლელ გზას ინოვაციური ტექნოლოგიით აგებს, რაც წლის ცივ პერიოდში გზის გათბობას უზრუნველყოფს. ამ ტექნოლოგიის საშუალებით, „სკაილაინ რეზიდენსის“ მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა წლის ნებისმიერ დროს უსაფრთხო და კომფორტული იქნება.

კერძოდ, ზამთრის პერიოდში გზის მოყინვასგან თავის არიდების მიზნით 12სმ-იანი ბეტონი იგება, რომელიც ბადის მოწყობას და ბადეზე სპეციალური გამთბობი სპირალის დამონტაჟებას ითვალისწინებს.

„ამ ტექნოლოგიას პირველად ვიყენებთ საქართველოში, უკვე დაგებულია სპირალი, ამჟამად მიმდინარეობს ბეტონის დასხმის სამუშაოები, რომელზეც უახლოეს მომავალში ასფალტის საფარი დაიგება“ - განაცხადა კომპანია „აბსოლუტ სერვისის“ პროექტის მენეჯერიმა დავით შონიამ.

უახლესი ტექნოლოგიით დაგებული გზა მინუს ტემპერატურაზე ავტომატურ რჟიმში ირთება. აღსანიშნავია ისიც, რომ გზა სექციებად არის დაყოფილი, რაც რომელიმე მონაკვეთის დაზიანების შემთხვევაში მისი ავდილად პოვნისა და დროის უმოკლეს ვადაში შეკეთების შესაძლებლობას იძლევა.

გზის სამუშაოებს კომპანია მ2 2 კვირის ვადაში დააასრულებს.კომპლექსი „სქაილაინ რეზიდენსი“ "m² უძრავი ქონების" პრემიუმ ხაზის პირველი პროექტია, რომელიც მთაწმინდის პარკის გზის მიმდებარედ მდებარეობს.